რატომ ჩვენ?
რაში მდგომარეობს ეპიკალორის უნიკალურობა?
სიცოცხლე და ჯანმრთელობა ერთადერთი და უნივერსალურად ყველაზე ღირებულია. ამიტომაც, ეპიკალორიში ძირეულად ათასობით ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ, დავუბრუნეთ საკუთარი თავის რწმენა, ჯანმრთელობა, ჩამოვუყალიბეთ სწორი კვებითი ჩვევები, შევუქციეთ დაავადებები და რაც ყველაზე მთავარია, ვასწავლეთ საკუთარი სხეულის მოსმენა და სწორი ზრუნვა.
გულწრფელობით იწყება ცვლილებები
სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გთავაზობთ ერთ კვირიან სასწაულმოქმედ დიეტებს, აბებს, ან რაიმე სხვა სახის ჯადოსნური მოქმედების პროდუქტებსა თუ დანამატებს. სამწუხაროდ, ისინი არ არსებობენ.
მეცნიერული ჯანსაღი რაციონის მოდელები
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ჯანმრთელობის მონაცემების მეცნიერული დამუშავების შედეგად თქვენზე მორგებული რაციონების შედგენით წონაში დაიკლოთ, მოიმატოთ ან შეინარჩუნოთ.
დადებითი ძალისხმევა = ხელშესახები შედეგი
კომპანიები ცდილობენ მოგყიდონ სხვადასხვა პროდუქტები და ხშირ შემთხვევაში მათზე დამოკიდებულიც გაგხადონ. ჩვენ კიდევ წონის კლებასთან, მატებასთან თუ შენარჩუნებასთან ერთად გასწავლით როგორ იკვებოთ ჯანსაღად, იყოთ ჯანმრთელი და გახდეთ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიები.
რაციონის მოდელებით დაავადებების შექცევა
ეპიკალორიში შევიმუშავეთ რაციონების მოდელები, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ წონაში კლებისთვის, არამედ კონკრეტული დაავადებების შექცევაც გვაქვს სამიზნედ.