ჩვენი ხედვა

სოფო ქურდაძე

ეპიკალორის დამფუძნებელი და დირექტორი

გამარჯობა, მე გახლავართ სოფო ქურდაძე, პირველადი პროფესიით გენეტიკოსი ვარ, ხოლო მეორადი პროფესიით – ნუტრიციოლოგი. ეპიკალორი დავიწყე იქიდან გამომდინარე, რომ მეც წონის პრობლემა და ინსულინ-რეზისტენტულობა მქონდა. შესაბამისად, წლების წინ გადავწყვიტე ეს საკითხი მეცნიერულად შემესწავლა და შემდგომ უკვე ნუტრიციოლოგია პროფესიის ხარისხში ამეყვანა. ამიტომაც, ყველა მიდგომა და მეთოდოლოგია რასაც მე პრაქტიკაში ვიყენებ სამეცნიერო შრომებს, მეთოდოლოგიებს, ცოდნასა და ჩემს პროფესიულ პრაქტიკას ეფუძნება. შესაბამისად, ათასობით ადამიანს დავეხმარე სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრაში და აღნიშნული უდიდეს სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს.

განათლება და გამოცდილება

BIO ვმუშაობდი გენეტიკურ კვლევით ლაბორატორიაში უმნიშვნელოვანეს პროექტში – Cabol Caucasus Barcode Of Life, რაც გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლასა და გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნას ეხებოდა სამხრეთ კავკასიაში.

ამჟამად ვხელმძღვანელობ გენეტიკურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას – Raygen. ჯანდაცვის და ნუტრიციოლოგიის სფეროში მსოფლიოს მოწინავე ცოდნებს, მეთოდებსა და პრაქტიკულ გამოცდილებების გასაზიარებლად და შესასწავლად სხვადასხვა წლებში დაფინანსება მოვიპოვე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან – ედინბურგის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო, სიდნეის უნივერსიტეტი, ავსტრალია, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია, სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აშშ.

Vision