ეპიკალორის მისია

21-ე საუკუნეში მსოფლიო საზოგადოებების უმეტესობამ ფიზიკური სამყაროდან, ტვინიერ სამყაროში გადაინაცვლა. შედეგად, ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა შემცირდა და საკუთარ ფიზიკურ სხეულთან ძლიერი კავშირი დავკარგეთ. საკვებს მივირთმევთ არა იმიტომ რომ გავჯანსაღდეთ, გამოვკვებოთ და გავაძლიეროთ საკუთარი სხეული, არამედ იმიტომ, რომ დავიკმაყოფილოთ შიმშილის მოთხოვნილება, რაც შეიძლება ნაკლებ დროში.

შესაბამისად, იმისთვის რომ მეტი დრო დაგვრჩეს სამუშაოსთვის ან სხვა ნებისმიერი ტვინიერი აქტივობებისთვის, ვცდილობთ რომ ნაკლები დრო დავუთმოთ სწორად კვებას.

Tec ამასთანავე, ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და მისგან გამოწვეულმა სატრანსპორტო მობილობამ ადამიანებს ხელი შეუწყო სწრაფად გადაადგილებაში, ინტერნეტის დახმარებით დისტანციურ მუშაობაში და ყველა საჭირო სერვისების ერთი წკაპით საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეში მიღებაში. შედეგად, ადამიანთა უმრავლესობას არც დრო რჩება ფიზიკური აქტივობებისთვის და ამასთანავე ყველაფერს ამჯობინებს ციფრული არხებით მიიღოს, ვიდრე მაგალითად გარეთ ფიზიკურად გავიდეს პროდუქტების საყიდლებზე. შესაბამისად, ჭარბწონიანობის ეპიდემია მძვინვარებს მთელს მსოფლიოში და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან აღნიშნული უკვე არა ზრდასრულებში, არამედ ბავშვებში ყველაზე მეტად გამოვლინდება.

Epi ეპიკალორის მიზანი გახლავთ ადამიანებს დავუბრუნოთ საკუთარ სხეულთან კავშირი, გავაჯანსაღოთ და გავათავისუფლოთ ჭარბი წონისგან, რაც არამხოლოდ ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს არამედ, სიცოცხლის ხანგრძლივობასაც პირდაპირპროპორციულად გაზრდის ისევ და ისევ ეპიკალორის ციფრული სერვისების გამოყენებით.

ჩვენს მიზანში ყველაზე მთავარია – ყოველგვარი ხელოვნური დანამატებისა და აბების გარეშე შევაქციოთ რიგი დაავადებები, გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხი. დავუბრუნოთ სასურველი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, მხოლოდ და მხოლოდ სწორად შერჩეული რეჟიმითა და საკვები ნივთიერებებით.

ჭარბი წონის დაგროვება სიმპტომია და არაა მიზეზი, რომლის საძირკველი უფრო სიღრმისეულად უნდა ვეძებოთ. ამიტომაც, ჩვენი პირველადი მიზანია სხეულის გაჯანსაღება, ხოლო წონის კლება დადებითი გვერდითი მოვლენა.

ჯანსაღი დამოკიდებულება

ჩვენი მიდგომები დაგეხმარებათ საკვებთან სწორი დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდეთ

მეცნიერული რაციონი

ჯანმრთელობის მონაცემების დამუშავებით ვადგენთ ყოველ რაციონს

ერთად შედეგისკენ

ჩვენ მუდამ ყურადღების ქვეშ გვყავს ყოველი კლების, მატებისა თუ წონის შენარჩუნების პროცესი

დაავადებების შექცევა

კვებითი მოდელებით შევაქცევთ დაავადებებს ან სიმპტომატიკას

Mission