ავტოფაგია არის მდგომარეობა ან სტატუსი, რომლის დროსაც, ლიზოსომა (უჯრედის ორგანელა) დაზიანებულ უჯრედულ ნაწილაკები გადაამუშავებს და გადამუშავების შედეგად, გვაძლევს ამინომჟავებსა და ცხიმოვან მჟავებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ლიზოსომები გვაშორებენ უჯრედულ ნაგავს, გადაამუშავებენ და გვაძლებენ “სამშენებლო მასალას”, რომელიც ახალი უჯრედების ასაგაბად გამოგვადგება.
აღნიშნული პროცესის გააქტიურება ხდება, ფასტინგის ანუ წვეტილი მარხვის ანუ შიმშილის დროს და შედეგად, ავტოფაგია გვეხმარება პათოგენური მიკროორგანიზმების მოშორებაში, კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაში, უჯრედული დაბერების პროცესის შეჩერებასა და შესაბამისად, სიცოცხლის გახანგრძლივებაშიც,ასევე, იმუნური უჯრედების რეგენერაციაში.
გარდა აღნიშნულისა, ცილების წარმოქმნის დროს, გარკვეული რაოდენობა ცილების დახვევა, არასწორად ხდება ხოლმე და ვიღებ არასწორად დახვეულ ცილას, რომელიც გამოუსადეგარი ხდება. სწორედ აღნიშნული ტიპის ცილების ჯფუფები წარმოქმნიან ამილოიდურ ცილებად წოდებულ კომბინაციებს, რომლებიც, რიგ თავის ტვინისა თუ სხვადასხვა ორგანოების დაზიანებებს იწვევნ. ავტოფაგიის შედეგად კი, შეგვიძლია მოვიშოროთ და გადავამუშაოთ, აღნიშნული არასაჭირო დაზიანებული ცილები. თავის მხრივ, ამილოიდების წარმოქნის მიზეზი, ინსულინის დიდი რაოდენობით გამოყოფა და სისხლში დაგროვება გახლავთ, შესაბამისად, ფასთინგი, ერთი რომ მოგვაშორებს არასაჭირო ცილებს და მეორე, აღკვეთს მსგავსი ცილოვანი კომპლექსების წარმოშობას, ინსულინის დარეგულირების პარალელურად. გარდა აღნიშნულისა, ფასთინგი ანუ შიმშილი, სიმსივნის წარმოქმნის რისკებსაც ამცირებს